ავტორებისთვის

 

 

„მრავალთავში“ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე mravaltavi@manuscript.ge.

სტატია უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო სიახლეს, არ უნდა იყოს პლაგიატი და არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული ბეჭდური ან ელექტრონული სახით.

განსახილველად მიიღება როგორც სამეცნიერო ხარისხის მქონე მკვლევართა, ისე დოქტორანტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს, ჟურნალს კი პირველი პუბლიკაციის უფლება ენიჭება.

„მრავალთავი“ რეცენზირებადი გამოცემაა. ყველა ხელნაწერს განიხილავს რედაქტორი, სარედაქციო საბჭოს წევრები და/ან კვალიფიციური გარე რეცენზენტები. შეფასებისათვის ვიყენებთ ორმაგ ფარულ სისტემას: როგორც ავტორების, ასევე რეცენზენტების ვინაობა ანონიმური რჩება. წარმოდგენილ ნაშრომს განიხილავს მინიმუმ ორი ექსპერტი: გამოცემის რედაქტორი და გარე  მიმომხილველი.

რეცენზირების პროცესის შედეგად სტატიები შეფასდება შემდეგი სახით:

  • დაიბეჭდოს
  • დაიბეჭდოს შესწორებების შემდეგ
  • არ დაიბეჭდოს.

ყველა ავტორი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას. ავტორი ვალდებულია გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და, საჭიროებისამებრ, გადაამუშაოს სტატია.

 

 

სტატიის გაფორმების წესი

  1. ტექსტი შესრულებული უნდა იყოს MS Word-ის პროგრამაში.
  2. პირველ გვერდზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი. გაითვალისწინეთ, რომ გამოცემაში ავტორის ელ. ფოსტის მისამართი მითითებული იქნება სტატიის ბოლოს.
  3. ფონტი: ქართული ტექსტისთვის – AcadNusx, ბერძნულისა და სხვა ევროპული ენებისთვის – Unicode-ის ტიპის ფონტები. ბერძნული ენის კლავიატურის დაყენებისა და მოხმარების წესი მოცემულია დანართში (დანართის გადმოწერა).
  4. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  7 500 სიტყვას.
  5. სტატიას უნდა ერთვოდეს ქართულ ენაზე რეზიუმე, რომლის მოცულობა უნდა იყოს 300-დან 900 სიტყვამდე.

 

 

 

ზოგადი რეკომენდაციები

  1. ქართულ ტექსტში საუკუნეები აღინიშნება რომაული ციფრებით, ხოლო ინგლისურ ტექსტში – არაბული ციფრებით.
  2. ხელნაწერი მითითებული უნდა იყოს ლიტერით და დეფისით: A-57; S-1463.
  3. ციტატა წყაროდან, ან სამეცნიერო ნაშრომიდან: იკრიფება ჩვეულებრივი შრიფტით და თავსდება ორმაგ ბრჭყალებში: „ … “. ციტატა ციტატაში აღინიშნება ერთმაგი ბრჭყალებით: ‘…’.
  4. სტატიის ავტორის მიერ გამოტოვებული ადგილები ციტირებულ ტექსტში აღინიშნება კვადრატული ფრჩხილებით და სამი წერტილით მათ შორის – […]. გამოტოვებული ადგილების გამოყოფა ციტატის დასაწყისში ან ბოლოს არ ხდება. ცალკეული ცვლილებებიც ციტირებულ ტექსტში თავსდება კვადრატულ ფრჩხილებში.
  5. სტატიაში საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოიყოფა ასონიშნებს შორის დაშორების საშუალებით. უცხოენოვანი ცნებები გამოიყოფა კურსივით (იტალიკით).

ასონიშნების დაშორება: მონიშნეთ გამოსაყოფი ტექსტი, Word-ის პროგრამაში გახსენით  ფანჯარა Font, შემდეგ აირჩიეთ ფუნქცია Advanced, გრაფაში Spacing მიუთითეთ ფუნქცია Expanded, მანძილი ასონიშნებს შორის დაშორებისთვის (მონაცემები აღინიშნება Spacing-ის გრაფის გასწვრივ, გრაფაში, რომლის წინ დაწერილია By:) – 2pt. (გთხოვთ არ გამოვიყენოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფისთვის მუქი    ფერი ან ხაზგასმა.)

  1. ტექსტში შეტანილი სქემები, ტაბულები, ილუსტრაციები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით. ამ მასალის დეტალური განმარტება მოცემული უნდა იყოს სტატიის ბოლოს სქემების, ტაბულების, ილუსტრაციების სიაში.
  2. ილუსტრაციის გამოქვეყნების უფლებაზე პასუხისმგებელია სტატიის ავტორი.

 

 

სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების წესები

  1. სქოლიო
  • სტატიაში ბიბლიოგრაფიული მითითება წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე გვერდზე, სქოლიოს სახით – footnote. სქოლიოების ნუმერაცია უნდა იყოს გაბმული და არ უნდა იწყებოდეს ყოველ გვერდზე თავიდან.
  • სქოლიოს ნიშანი უნდა ერთვოდეს უშუალოდ აღსანიშნ სიტყვას გამოტოვებული ადგილის გარეშე.

მაგალითად: მაშინ ეს ხელნაწერი კერძო პირის1  კუთვნილება იყო.

  • თუკი სქოლიოთი აღსანიშნ სიტყვას ან ფრაზას მოსდევს პუნქტუაციის ნიშანი, სქოლიოს ნიშანი უნდა მოსდევდეს პუნქტუაციის ნიშანს.

მაგალითად: ხელნაწერის ფურცლების რაოდენობა 30-ს უდრიდა.1

  1. ლიტერატურის დამოწმება სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიაში:
  • ბიბლიოგრაფიაში დამოწმებული ლიტერატურა უნდა განლაგდეს ანბანურად შემდეგი თანმიმდევრობით: საარქივო ფონდები / ხელნაწერთა აღწერილობები, გამოცემული წყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა. ჯერ მიეთითება ქართულენოვანი, ხოლო შემდეგ – უცხოენოვანი ლიტერატურა.
  • თუკი ნებისმიერი ნაშრომის (ტექსტის გამოცემა, სტატია, ა. შ.) ორი ან რამდენიმე ავტორისაა, ავტორთა გვარები გამოყოფილი უნდა იყოს მძიმით. თუ ნაშრომის ავტორთა რაოდენობა ორს აღემატება, მაშინ მიეთითება პირველი ავტორი „და სხვ.“. ინგლისურ ტექსტში – „et al.”. შესაბამისი მაგალითები იხილეთ ქვემოთ.
  • თუ საენციკლოპედიო / სალექსიკონო სტატიასთან მითითებულია დამოწმებული სტატიის ავტორი, მისი სახელი და გვარი უნდა შევიტანოთ ბიბლიოგრაფიაში (სქოლიოში არ ვუთითებთ). იგივე ეხება ინტერნეტ რესურსებიდან დამოწმებულ სტატიას.
  • ინტერნეტ რესურსების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ სამეცნიერო გამოცემების, სამეცნიერო დაწესებულების ან სამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი მეცნიერული მიზანდასახულობის ვებ-გვერდებისა და პროექტების ბმულები. ავტორების პირადი და სხვა კერძო ვებ-გვერდების მითითება გათვალისწინებული არ იქნება.
  • ინგლისურენოვანი გამოცემისთვის: ბიბლიოგრაფიაში ქართულენოვანი სამეცნიერო ნაშრომების (მონოგრაფია, სტატია, ა. შ.) მითითებისას იქვე უნდა დავურთოთ კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული თარგმანი ინგლისურად.

 

ქვემოთ მოგვყავს მაგალითები, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი დამოწმებული ლიტერატურა სქოლიოსა (ა) და ბიბლიოგრაფიაში (ბ):

 

საარქივო ფონდი / ხელნაწერთა აღწერილობა:

(ა) ხეც, Hd, 16.

(ბ) ხეც, Hd, 16 — კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Hd კოლექცია, საბუთი № 16.

 

(ა) ხეც, დ. ბაქრაძის ფონ., N 4, საქ. № 165, ფ. 1.

(ბ) ხეც, დ. ბაქრაძის ფონ., N 4, საქ. № 165 — კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დ. ბაქრაძის ფონდი, №  4, საქმე № 165, ფურცელი 1.

 

(ა) მეტრეველი (რედ.), აღწერილობა (A), II1, 57.

(ბ) მეტრეველი (რედ.), აღწერილობა (A), II1 — ე. მეტრეველი (რედ.), ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, II1, შემდგენლები: თ. ბრეგაძე, ც. კახაბრიშვილი, მ. ქავთარია, ლ. ქუთათელაძე, ც. ჭანკიევი, ლ. ხევსურიანი, (თბილისი: მეცნიერება, 1986).

 

(ა) Aleksidze et al. (eds.), Catalogue, 58-59.

(ბ) Aleksidze et al. (eds.), Catalogue Z. Aleksidze, M. Shanidze, L. Khevsuriani, M. Kavtaria

(eds.), Catalogue of Georgian Manuscripts Discovered in 1975 at the Monastery of St. Catherine on Mt Sinai (Athens: St Catherine’s Monastery – Patriarchate of Georgia – Georgian Academy of Sciences, 2005).

 

გამოცემული ტექსტები:

(ა) ახობაძე (გამოც.), ძველი მეტაფრასული კრებულები, 15.

(ბ) ახობაძე (გამოც.), ძველი მეტაფრასული კრებულები ლ. ახობაძე (გამოც.), ძველი მეტაფრასული კრებულები (ნოემბრის საკითხავები) (თბილისი: კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2017).

 

(ა) მელიქიშვილი, მიროტაძე (გამოც.), პროკლე დიადოხოსი, 145-150.

(ბ) მელიქიშვილი, მიროტაძე (გამოც.), პროკლე დიადოხოსიდ. მელიქიშვილი, ნ. მიროტაძე (გამოც.), პროკლე დიადოხოსი პლატონური ფილოსოფოსი, კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა (დიპლომატიური გამოცემა) (თბილისი: კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2016).

 

(ა) PG 116, col. 1173 B 4-8.

(ბ) PG 116 — J. P. Migne, (ed.), Patrologia cursus completes omnium Patrum, Series Graeca, 116 (Parisiis, 1891).

 

(ა) Sancti Gregorii Nazianzeli Opera. Versio iberica. I, 232.

(ბ) Sancti Gregorii Nazianzeli Opera. Versio iberica. I — Sancti Gregorii Nazianzeli Opera. Versio iberica. I: Orationes I, XLV, XLIV, XLI, ed. a H. Metreveli et K. Bezarachvili, Ts. Kourtsikidze, N. Melikichvili, M. Raphava, M. Chanidze (Corpus Christianorum. Series Graeca 42, Corpus Nazianzenum 9) (Turnhout-Leuven, 1998).

 

(ა) Frendo, Fotiou (eds.), John Kaminiates, The Capture of Thessaloniki, 45-89.

(ბ) Frendo, Fotiou (eds.), John Kaminiates, The Capture of ThessalonikiJohn Kaminiates, The Capture of Thessaloniki, David Frendo and Athanasios Fotiou (transl. intro., notes) [Byzantina Australensia: 8] (Perth, 2000).

 

მონოგრაფია / გამოკვლევები:

(ა) ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია, 78.

(ბ) ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია — ქ. ბეზარაშვილი, რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით (თბილისი, 2004).

 

(ა) სურგულაძე და სხვ., ტაოკლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა, 21-22.

(ბ) სურგულაძე და სხვ., ტაოკლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა სურგულაძე და სხვ., ტაოკლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (გამოკვლევა, ტექსტები), მ. სურგულაძე, ნ. ჩხიკვაძე, ლ. შათირიშვილი, მ. კარანაძე, ნ. ჟღენტი, ე. ედიშერაშვილი (თბილისი, 2018).

 

(ა) აბულაძე, ერთერთი უცნობი წყარო, 132.

(ბ) აბულაძე, ერთერთი უცნობი წყარო ი. აბულაძე, „ერთ-ერთი უცნობი წყარო იოანე საბანისძის აბო ტფილელის მარტვილობისა“, წიგნში: ი. აბულაძე, შრომები,  ტ. III (თბილისი, 1981), 128-139.

 

(ა) Antonopoulou, The Homilies of the Emperor Leo VI, 46.

(ბ) Antonopoulou, The Homilies of the Emperor Leo VI —  Th. Antonopoulou, The Homilies of the Emperor Leo VI (Brill: Leiden – New York – Köln, 1997).

 

სტატია:

(ა) მჭედლიძე, იოანე პეტრიწისგანმარტებისტექსტის კრიტიკისათვის, 80.

(ბ) მჭედლიძე, იოანე პეტრიწისგანმარტებისტექსტის კრიტიკისათვის — მ. მჭედლიძე, „იოანე პეტრიწის “განმარტების” ტექსტის კრიტიკისათვის“, ჰუმანიტარული კვლევები. წელიწდეული 7 (2016): 61-88.

 

(ა) ალექსიძე, ჩიტუნაშვილი, ბიბლიოთეკები და წიგნების რეპერტუარი, 80.

(ბ) ალექსიძე, ჩიტუნაშვილი, ბიბლიოთეკები და წიგნების რეპერტუარი ზ. ალექსიძე, დ. ჩიტუნაშვილი, „ბიბლიოთეკები და წიგნების რეპერტუარი ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში“, ენრიკო გაბიძაშვილი 90, ნ. მელიქიშვილი (რედ.), (თბილისი: კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2021): 75-87.

 

(ა) Van Esbroeck, La diffusion, 63.

(ბ) Van Esbroeck, La diffusion — Van Esbroeck M., „La diffusion orientale de la légende des saints Cosme et Damien“, Hagiographie, cultures et sociétés, IVe-XIIe siècles“, Actes du Colloque organisé à Nanterre et à Paris (Paris, 1981): 61-77.

 

(ა) Rapp, Garland, Mary of Alania, 98.

(ბ) Rapp, Garland, Mary of Alania S. H. Rapp, L. Garland, „Mary of Alania: Woman and Empress between Two Worlds“, Byzantine Women AD 800-1200: Varieties of Experience, L. Garland (ed.),  (London: Ashgate, 2006), 89–121.

 

 

სტატია ენციკლოპედიიდან:

(ა) არე მოწამე, სმეელ, 93.

(ბ) არე მოწამე, სმეელ, — არე მოწამე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ავტორ-შემდგენელნი: ე. გაბიძაშვილი, მ. მამაცაშვილი, ა. ღამბაშიძე (თბილისი, 2007), 93.

 

(ა) (ODB), Acropolites, Constantine, 49.

(ბ) (ODB), Acropolites, Constantine, — A.-M. Talbot, Acropolites, Constantine, The Oxford Dictionary of Byzantium, A. P. Kazhdan, A.-M. Talbot, An. Cutler, T. E. Gregory, N. P. Ševčenko (eds.), vol. 1-2-3 (NY-Oxford: Oxford University Press, 1991), 49.

 

 

ინტერნეტ რესურსები:

(ა) Nikephoros, martyr of Antioch, S01505, The Cult of Saints, ბმული: http://csla.history.ox.ac.uk/record.php?recid=S01505.

(ბ) Nikephoros, martyr of Antioch, S01505, The Cult of Saints — Nikephoros, martyr of Antioch, S01505, The Cult of Saints in Late Antiquity (CSLA) database, University of Oxford, 2021, ბმული: http://csla.history.ox.ac.uk/

 

(ა) Лев I Великий, Православная Энциклопедия, ბმული: https://www.pravenc.ru/text/2463253.html

(ბ) Лев I Великий, Православная Энциклопедия — Лев I Великий, Православная Энциклопедия под редакцией Патриарха Московского и Всея Руси Кирилла, 1998 – 2020 Церковно-научный центр «Православная Энциклопедия», ბმული: http://www/pravenc/ru.