ავტორებისთვის

 

„მრავალთავში“ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე mravaltavi@manuscript.ge.

სტატია უნდა წარმოადგენდეს სამეცნიერო სიახლეს, არ უნდა იყოს პლაგიატი და არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული ბეჭდური ან ელექტრონული სახით.

განსახილველად მიიღება როგორც სამეცნიერო ხარისხის მქონე მკვლევართა, ისე დოქტორანტთა მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს, ჟურნალს კი პირველი პუბლიკაციის უფლება ენიჭება.

„მრავალთავი“ რეცენზირებადი გამოცემაა. ყველა ხელნაწერს განიხილავს რედაქტორი, სარედაქციო საბჭოს წევრები და/ან კვალიფიციური გარე რეცენზენტები. შეფასებისათვის ვიყენებთ ორმაგ ფარულ სისტემას: როგორც ავტორების, ასევე რეცენზენტების ვინაობა ანონიმური რჩება. წარმოდგენილ ნაშრომს განიხილავს მინიმუმ ორი ექსპერტი: გამოცემის რედაქტორი და გარე  მიმომხილველი.

რეცენზირების პროცესის შედეგად სტატიები შეფასდება შემდეგი სახით:

  • დაიბეჭდოს
  • დაიბეჭდოს შესწორებების შემდეგ
  • არ დაიბეჭდოს.

ყველა ავტორი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას. ავტორი ვალდებულია გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და, საჭიროებისამებრ, გადაამუშაოს სტატია.

 

 

სტატიის გაფორმების წესი

  1. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word ფაილის სახით.
  2. პირველ გვერდზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი. გაითვალისწინეთ, რომ გამოცემაში ავტორის ელ. ფოსტის მისამართი მითითებული იქნება სტატიის ბოლოს.
  3. ფონტი: ქართული ტექსტისთვის – AcadNusx, ბერძნულისა და სხვა ევროპული ენებისთვის – უნიკოდი ფონტები. ბერძნული ენის კლავიატურის დაყენებისა და მოხმარების წესი მოცემულია დანართში.
  4. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  7 500 სიტყვას.
  5. სტატიას უნდა ერთვოდეს ქართულ ენაზე რეზიუმე, რომლის მოცულობა უნდა იყოს 300-დან 900 სიტყვამდე.

 

 

 

სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმების წესები

  1. სტატიაში ბიბლიოგრაფიული მითითება წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე გვერდზე, სქოლიოს სახით – footnote. სქოლიოების ნუმერაცია უნდა იყოს გაბმული და არ უნდა იწყებოდეს ყოველ გვერდზე თავიდან.
  2. სტატიაში მოცემული ბიბლიოგრაფიული მითითება უნდა იყოს მოკლე სახის: გვარი – მძიმე – სტატიის ან მონოგრაფიის სათაური შემოკლებულად, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გვ. / pp. / S. – სათანადო გვერდები:

ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევაძიების, გვ. 292-295.

ანდრონიკაშვილი, ნარკვევები, გვ. 451-458.

აბულაძე, ლექსიკონი, გვ. 320.

Richard, Anastase le Sinaïte, pp. 29-42.

 

  1. თუკი ორი ან რამდენიმე ავტორია, ავტორთა გვარები გამოყოფილი უნდა იყოს დეფიზით:

ცერაძე-ხოფერია, ეპისტოლე, გვ. 160-165.

Roosen-Van Deun, Les collections, pp. 55-60.

 

  1. თუ სამზე მეტი ავტორია, მიუთითეთ პირველი ავტორი და „და სხვ.“.

ტაოკლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა. სურგულაძე და სხვ., გვ. 21-22.

The Literary Heritage of Tao-Klarjeti. Surguladze et al., pp. 21-22.

 

  1. ტექსტის პუბლიკაცია მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ტექსტის გამომცემელი (გამოც.) – მძიმე – ტექსტის ავტორი, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გვ. / pp. / S. – შესაბამისი გვერდები:

კიკნაძე (გამოც.), გრიგოლ ნოსელი,  გვ. 144-149.

 

  1. ხელნაწერთა აღწერილობა მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახით: აღწერილობის რედაქტორი (რედ.) – მძიმე – აღწერილობა კოლექციის ლიტერის მითითებით – მძიმე – გვ. / pp. / S. – შესაბამისი გვერდები:

მეტრეველი (რედ.), აღწერილობა, A-II, გვ. 6-7.

 

  1. ხელნაწერი მითითებული უნდა იყოს ლიტერით და დეფისით: A-57; S-1463.
  2. სქოლიოს ნიშანი უნდა ერთვოდეს უშუალოდ აღსანიშნ სიტყვას გამოტოვებული ადგილის გარეშე.

მაგალითად: მაშინ ეს ხელნაწერი კერძო პირის1კუთვნილება იყო.

 

  1. თუკი სქოლიოთი აღსანიშნ სიტყვას ან ფრაზას მოსდევს პუნქტუაციის ნიშანი, სქოლიოს ნიშანი უნდა მოსდევდეს პუნქტუაციის ნიშანს.

მაგალითად: ხელნაწერის ფურცლების რაოდენობა 30-ს უდრიდა.1

 

 

ბიბლიოგრაფია

სტატიას ბოლოს უნდა ერთვოდეს ანბანზე დალაგებული გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სრული ბიბლიოგრაფიის ჩამონათვალი, ჯერ ქართული სამეცნიერო ლიტერატურა, შემდეგ – უცხოური (ევროპული და რუსული ერთად).

  1. სტატიისდამოწმების შემთხვევა პერიოდულ გამოცემაში: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი (=) სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – სტატიის სათაური სრულად, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – ჟურნალის დასახელება, დახრილი სახით (Italic) (თუკი სტატია ქართულადაა //, ფრანგულად dans, ხოლო თუ ინგლისურად ან გერმანულადაა – in – მძიმე – ჟურნალის ნომერი – გამოცემის წელი ფრჩხილებში – მძიმე – გვ. / pp. / S.  –  სტატიის გვერდები სრულად.

ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევაძიების = ე. ცაგარეიშვილი, არმენოლოგიური კვლევაძიების ისტორიიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, // მრავალთავი, 24 (2015), გვ. 292-295.

ცერაძე-ხოფერია, ეპისტოლე = თ. ცერაძე – ლ. ხოფერია, დანიელ ხანბაშურის ეპისტოლე, // მრავალთავი, 22 (2007), გვ. 153-171.

Richard, Anastase le Sinaïte = M. Richard, Anastase le Sinaïte, l’Hodegos et le monothélisme, dans Revue des Études Byzantines, 16 (1958), Paris, p. 29-42.

 

  1. თუკისტატია წარმოდგენილია კრებულში: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი (=) სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – სტატიის სათაური სრულად, დახრილი სახით (Italic) – //, dans, in – კრებულის გამომცემელის სახელის ინიციალი და გვარი – (რედ.), (ed. / eds. – რამდენიმე გამომცემლის შემთხვევაში) – კრებულის დასახელება (Italic) – სერია ფრჩხილებში (Italic) – გამოცემის ადგილი – მძიმე – გამოცემის წელი – მძიმე – გვ. / pp. / S. – სათანადო გვერდები.

Roosen – Van Deun, Les collections = B. Roosen – P. Van Deun, Les collections de définitions philosophicothéologiques, dans M. Cacouros – M. H. Congourdeaou (eds.), Philosophie et sciences à Byzance (Orientalia Lovaniensia Analecta), Leuven – Paris – Dudley (MA), 2006, pp. 53-76.

 

  1. მონოგრაფიისდამოწმებისას: გვარი – მძიმე – შემოკლებული სათაური – ტოლობის ნიშანი (=) სახელის ინიციალი – წერტილი – გვარი – მძიმე – მონოგრაფიის სათაური,  დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამოცემის ადგილი – მძიმე – გამოცემის წელი.

აბულაძე, ლექსიკონი = ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი, 1973.

ანდრონიკაშვილი, ნარკვევები = მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულქართული ენობრივი ურთიერთობიდან, თბილისი, 1966.

მეტრეველი (რედ.), აღწერილობა, A-II = ე. მეტრეველი (რედ.), ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლქციისა, II, შემდგენლები: თ. ბრეგაძე, მ. ქავთარია, ლ. ქუთათელაძე,  თბილისი, 1973.

  1. ტექსტისპუბლიკაციისას: ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური შემოკლებით – გამომცემელი – ტოლობის ნიშანი – ტექსტის ავტორი – მძიმე – ტექსტის სათაური, დახრილი სახით (Italic) – მძიმე – გამომცემელი – გამოცემის ადგილი – გამოცემის წელი:

კიკნაძე (გამოც.), გრიგოლ ნოსელი, = გ. კიკნაძე (გამოც.), გრიგო ნოსელითარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, თბილისი, 2013.

 

  1. ინტერნეტ რესურსების შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ სამეცნიერო გამოცემების, სამეცნიერო დაწესებულების ან მთავრობის მიერ შექმნილი მეცნიერული მიზანდასახულობის ვებ-გვერდებისა და პროექტების ბმულები. ავტორების პირადი და სხვა კერძო ვებ-გვერდების მითითება გათვალისწინებული არ იქნება.