ბერძნული ენის უნიკოდ შრიფტის დაყენების და გამოყენების წესი

 

 

  1. დააჭირეთ „სტარტს“ (Start), შემდეგ მოძებნეთ „პარამეტრები“ (Settings) – „მართვის პანელი“ (Control Panel).
  2. „მართვის პანელში“ (Control Panel) მოძებნეთ „დრო და ენა“ (Time and Language),დააჭირეთ და გადადით „ენაზე“ (Language).
  3. განყოფილებაში „არჩეული ენები“ (Preferred Languages) დააჭირეთ „დაუმატეთ არჩეული ენა“ (Add a preferred language).
  4. გამოჩნდება ყუთი „აირჩეთ ენა“ (Choose a language to install), სადაც უნდა ჩაწეროთ არჩეული ენა –
  5. გამოჩნდება ასარჩევი ენის ორი ვარიანტი: Ελληνικά Greek და Ελληνικά (Κύπρος) Greek (Cyprus). მონიშნეთ პირველი. ამ ოპერაციებით თქვენ დააყენებთ ახალ ენას – ბერძნულს (Greek).
  6. ამის შემდეგ თქვენ „ასარჩევ ენათა სიაში“ (Preferred Languages) გამოგიჩნდებათ „ბერძნული ენა“ (Greek). დააჭირეთ მას.
  7. გამოჩნდება ორი ღილაკი – „ოპციები“ (Options) და „გაუქმება“ (Remove). დააჭირეთ ღილაკს „ოპციები“ (Options).
  8. გამოჩნდება ორი არჩევანი – „ენის ოპციები“ (Language options) და „კლავიატურა“ (Keyboards). მონიშნეთ „კლავიატურა“ (Keyboards).
  9. მონიშვნის შემდგომ ჩამოიშლება ვარიანტების სია, აქ მოძებნეთ და მონიშნეთ Greek Polytonic.
  10. იმავე სიაში ჩანს ბერძნული კლავიატურის მეორე ვარიანტი Greek Latin, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ გაუქმების ღილაკს.

 

ბერძნული ენისა და კლავიატურის დაყენება ამით მთავრდება.

 

დაყენების წესი მოცემული გვაქვს Windows 10 საოპერაციო სისტემის მიხედვით. გაითვალისწინეთ, რომ სხვა საოპერაციო სისტემებში ახალი ენის დაყენების პროცესი შეიძლება განსხვავებული იყოს.

 

ტექსტის აკრეფისას ბერძნულ ენაზე გადასასვლელად ეკრანზე მოძებნეთ „ასარჩევი ენები“ და მონიშნეთ „ბერძნული“.

 

უნიკოდ შრიფტში ბერძნული გრაფემების კლავიატურაზე განაწილება მოცემულია სურათზე. პუნქტუაცია არის ისევე, როგორც ინგლისურ კლავიატურაზე. ფშვინვები და აქცენტები იწერება რამდენიმე კლავიშის კომბინაციიათ. ეს კომბინაციები მოცემულია ცხრილში.

 

 

ბერძნული გრაფემა ინგლისური კლავიატურა ბერძნული გრაფემა ინგლისური კლავიატურა
‘ a / a
“ a ? a
ά ; a { a
] a ] ctrl a
[ a ctrl alt \ a
= a ctrl alt | a
+ a ctrl alt [ a
\ a ctrl alt ‘ a
| a